სტოკჰოლმში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სავარაუდოდ, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სამხრეთ რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.

სავარაუდოდ, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.

„განვახორციელებთ მოსახლეობის ევაკუაციას ახლომდებარე შენობებიდან, სანამ არ დავადგენთ, რა მოხდა“, - განუცხადა გამოცემა Dagens Nyheter-ს პოლიციის წარმომადგენელმა ანა ვესტბერგმა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 15:03 საათზე მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

გამოცემა Expressen-ის მონაცემებით, სავარაუდოდ, აფეთქება ბომბის ამოქმედების შედეგად მოხდა. თუმცა, ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.