„ოთხი ბანკის ვალი მქონდა, სამ თვეში 33 წიგნი წავიკითხე ფინანსების მართვის შესახებ, დღეს არც ერთი ბანკის ვალი არ მაქვს“- ამბობს რამაზ გიგაური სატელევიზიო გადაცემაში.
რამაზ გიგაური - ქართველი ასტროლოგი, მწერალი და პოეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებსა და ჟურნალებში. 2012 წელს პირველი პოეტური კრებული „ლურჯი რვეული“ გამოსცა. 2015 წელს კი დაიბეჭდა მისი მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ჩემი ინდური სასწაული“.