თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 14 წლამდე მოზარდებმა გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არასრულწლოვნები გატაცებული ავტომობილით ისე ჩავიდნენ ბორჯომში და დაბრუნდნენ უკან, რომ ისინი არავის შეუჩერებია.
ავტომობილის მფლობელმა ქურდობის შესახებ პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გამტაცებლები ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან დააკავეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.