თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორშაბათს, 11 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ.
მზე 08:02 საათზე ამოვა და 18:28 საათზე ჩავა.
ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, დღისით კი ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.