თბილისში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით თბილისში 15 წლის მოზარდი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს–მ გურიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის  ძებნილი პირი დააკავა

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.