სარფში ნარკოდანაშაულისთვის  ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. სირეცი ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.