ქართველ ჩოგბურთელ ქალებს ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში დარჩენის მცირე შანსი დარჩათ

მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები თურქეთის გუნდთან დამარცხდა, ერთადერთი შანსია სლოვენიელ ჩოგბურთელებთან მატჩებში მოგება
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ინგლისის ქალაქ ბათში ფედერაციათა თასის ჯგუფურ სტადიაზე დასკვნით შეხვედრაში თურქეთთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციის თასზე კვლავ დამარცხდნენ >>

იმისათვის, რომ ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნონ, ქართველ ჩოგბურთელ ქალებს თურქებისთვის უნდა მოეგოთ, მაგრამ დასმულ ამოცანას ისინი ვერ გაუმკლავდნენ.

პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე (WTA-ს რეიტინგის 312-3 ნომერი) თურქ ჩაჯლა ბუიუკაქჩის (Çağla Büyükakçay) (258) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა -  4:6, 1:6.

ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციის თასზე სერბეთთან დამარცხდნენ

წონასწორობის აღდგენა ეკატერინე გორგოძეს (151) შეეძლო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ლიდერი ღირსეულად ვერ დაუპირისპირდა პემრა ოზგენს (238) და ასევე ორ პარტიაში დამარცხდა – 6:7, 3:6.

წყვილთა დასკვნით შეხვედრას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამის გამო ქართული გუნდის კაპიტანმა მარგალიტა ჩახნაშვილმა გადაწყვიტა მატჩი არ ჩაატაროს, რათა ოქსანა კალაშნიკოვას და გორგოძეს დამატებითი დასვენების საშუალება ჰქონოდა. ამის გამო საქართველოს გუნდს ჩაუთვალეს წაგება 0:3.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა В ჯგუფში სამივე მატჩი წააგო. მანამდე ქართველმა გოგონებმა სერბეთსა და ხორვატიას ანგარიშით 1:2 დაუთმეს.

ამჟამად ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას უნდა მოუგოს, რომელმაც А ჯგუფში ასევე სამივე მატჩი წააგო. წაგებული გუნდი მომდევნო სეზონს ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში გაატარებს.