ცნობილი გახდა რუსთავი–თბილისის ავტობუსის მარშრუტის დეტალები

რუსთავის ხელისუფლება მალე შეუმსუბუქებს ცხოვრებას ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც თბილისში ხშირად დადიან.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. რუსთავის საკრებულომ დაადგინა სამი ლოკაცია, საიდანაც ავტობუსები თბილისის მიმართულებით იმოძრავებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტობუსები რუსთავიდან გავლენ რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიიდან, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და შარტავას გამზირიდან. თბილისში ავტობუსების ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ „ისანთან" იქნება.

„არა გაზრდილ ტარიფს“ – რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირება გააპროტესტეს

რუსთავი თბილისიდან 33 კილომეტრითაა დაშორებული.

ქალაქებს შორის ავტობუსების დანიშვნა სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გადაწყდა. 2018 წლის მიწურულს სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაიზარდა, რამაც რუსთავის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, რუსთავის მერიამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამან ქალაქის ხელისუფლებასა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ჯერჯერობით ამ ორ ქალაქს მხოლოდ სამარშრუტო მიკროავტობუსები აკავშირებს. თუმცა, სამომავლოდ თბილისის მერიის გეგმებში რუსთავამდე მეტროს ახალი სადგურების აშენებაც შედის.