„გამოსაშვები გამოცდები სკოლებს ბოლო კლასებში, ფაქტობრივად, გვიცარიელებს. მე დავარქმევდი, რომ ეს არის კორუფცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი. ჩრდილოვანი განათლებაში, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს, მშობლები მილიონობით ლარს ხარჯავენ“, - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია, სკოლას დაუბრუნოს თავისი ფუნქცია, რომელსაც ყველა მექანიზმი ექნება ბავშვებისა და მათი მშობლების დასაცავად.