გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი სერგეი იურსკი

მსახიობი 84 წლისა იყო.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი სერგეი იურსკი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეატრ „მოსსოვეტის" ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მსახიობი სერგეი იურსკი 1935 წელს ლენინგრადში დაიბადა. 1978 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, „მოსსოვეტის" თეატრში. დადგმული აქვს სპექტაკლები: Тема с вариациями, Правда — хорошо, а счастье лучше, Не было ни гроша, да вдруг алтын და სხვ.

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი სერგეი იურსკი

მრავალი სახასიათო როლი აქვს შესრულებული ფილმებში, მათ შორის, Республика ШКИД, Золотой теленок, Место встречи изменить нельзя, Любовь и голуби და სხვ.