თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.
შემთხვევა დღეს, საღამოს კალოუბნის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო სამსახური.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.