ქართულმა ქარხანამ Boeing-ისთვის პირველი პროდუქცია გამოუშვა

ქართულ საწარმოს თავისი პროდუქციის ამერიკული კორპორაციის სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატი გააჩნია
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კომპოზიტური მასალა АСТ-გან საავიაციო სათადარიგო ნაწილების მწარმოებელმა საქართველო-ისრაელის ერთობლივმა ქარხანამ ავიაგიგანტ Boeing-ისთვის პირველი შეკვეთის ფარგლებში პროდუქციის პარტია დაამზადა, ნათქვამია საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქარხანა წარმოადგენს ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგს და კომპოზიტური მასალებისგან თვითმფრინავებისთვის სხვადასხვა სათადარიგო ნაწილებს აწარმოებს, მათ შორის კარებსა და აეროდინამიკურ საფარს. მთელი პროდუქცია გავა ექსპორტზე ისრაელის კონცერნ Cyclone-ს ბრენდით.

მაისურები, სუნამოები, ცოცხები: უცნაური და ორიგინალური ექსპორტი საქართველოდან

პროდუქციის შესყიდვის თაობაზე პირველ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქარხნის დირექტორმა არი ვეიბორტმა და კომპანია Elbit Cyclone-ს დირექტორმა დევიდ ვიდანმა.

ქარხანამ სატესტო რეჟიმში მუშაობა უკვე დაასრულა და პირველი პროდუქციის გამოშვება დაიწყო. ახლა ქარხანაში მუშაობს 120-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც Elbit Cyclone-ს სპეციალისტებთან გადამზადება გაიარეს. მას შემდეგ, რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, იქ 300-მდე ადამიანი იმუშავებს.

ქარხანას უკვე გააჩნია ISO-ს და Boeing-ს სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატები.

ახალ საწარმოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 93 მილიონი დოლარი შეადგინა. სრული სიმძლავრით ქარხანა ხუთი წლის შემდეგ ამუშავდება და მისი გაყიდვები 70 მილიონ დოლარს მიაღწევს.

საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა >>

Elbit Systems - ყველა მსხვილი კერძო თავდაცვითი კონცერნია ისრაელში, რომელიც ახორციელებს ავიაციისთვის მოწინავე საბორტო სისტემების და პროდუქტების მოწოდებას, რომელიც განკუთვნილია საექსპლუატაციო შესაძლებლობების ამაღლებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისათვის.