თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. აბაშაში ზესტაფონის მკვიდრ 50 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცი, რომელიც ორ მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული, 8 იანვარს დაიკარგა.
შსს-ს ცნობით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება უწყებაში იმავე დღეს შევიდა.
სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.