სტამბულში რვასართულიანი შენობა დაინგრა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან
შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამძრებრო-სამაშველო სამუშაოები. ქალაქის ხელისუფლების თქმით, შესაძლოა ნანგრევებში დაშავებულები აღმოაჩინონ.
ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიმ განაცხადა, რომ შენობის სამი სართული უკანონოდ აშენდა. ნგრევის მიზეზებს სტამბულის პროკურატურა ადგენს.
დანგრეულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა.