საქართველოში, შესაძლოა, აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალოს

პარლამენტის დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან სამორინეების რეკლამის გამკაცრების წესების პროექტი შეიმუშავეს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს საკანონმდებლო შესწორებების პაკეტის განხილვას, რომელიც აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის შეზღუდვას ითვალისწინებს.

შესწორებების ინიციატორი და ავტორი პარლამენტის ექვსი დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". თავიანთი წინადადება მათ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონითა და საზოგადოების რისკებისგან დაცვის სურვილით დაასაბუთეს.

ძირითადი შესწორებები შევა კანონში „რეკლამის შესახებ". შესწორებების თანახმად, აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის განთავსება აიკრძალება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო ან სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში, ასევე მათგან 200 მეტრის რადიუსში.

კაზინო თუ პური? – რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქართველები

დეპუტატები ასევე გამოდიან წინადადებით, აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამა აიკრძალოს ტელევიზიებით, რადიოთი, ინტერნეტით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

გამონაკლისი იქნება მხოლოდ ამ დაწესებულებების, როგორც სპონსორების მითითება და მათი ლოგოტიპის ჩვენება.

კანონპროექტის თანახმად, აიკრძალება თამაშის მსვლელობის ან მასთან დაკავშირებული მოქმედებების ჩვენება.

შესწორებები ასევე იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აღნიშნული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარია შემოთავაზებული.

პარლამენტმა საკანონმდებლო შესწორებების პაკეტი სამი მოსმენით უნდა განიხილოს.

ამჟამად სამორინეში არ უშვებენ 21 წლამდე ადამიანს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონებში - 18 წლამდე. 18 წლამდე ადამიანებს ასევე ეკრძალებათ ლატარიის თამაში.