თბილისის „დინამომ" სამივე მატჩი ფრედ დაამთავრა

შემდეგი მატჩი დინამოელებს 11 თებერვალს სლოვენურ „მარიბორთან" აქვთ დაგეგმილი.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ", რომელიც სეზონისწინა მზადების ფარგლებში ანტალიაში იმყოფება, ზედიზედ მესამედ ფრედ ითამაშა.

თბილისის „დინამომ" შეხვედრა ბულგარეთის „ლოკომოტივთან" ფრედ დაამთავრა>>>

ბოსნია–ჰერცეგოვინის გუნდ „შიროკი-ბრიეგის" წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა უპირატესობის სათავისოდ გამოყენება და გოლის გატანა ვერ შეძლეს. მოწინააღმდეგის კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა ლევან კუტალიას.

თბილისის „დინამომ" სამივე მატჩი ფრედ დაამთავრა

თურქეთში წვრთნებზე „დინამომ" სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა ფრედ დაასრულა. პირველ ჯერზე პლოვდივის „ლოკომოტივს" შეხვდა და თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა, მეორე მატჩი კი სერბულ გუნდ „სპარტაკთან" გამართა - 1:1.

შემდეგი მატჩი დინამოელებს 11 თებერვალს სლოვენურ „მარიბორთან" აქვთ დაგეგმილი.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 1 მარტს აიღებს.