საქართველოში მშენებლობების რაოდენობამ იკლო

მშენებლობის ნებართვა ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლშია გაცემული.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2,1 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 2,5 ათასი ობიექტი, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ობიექტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 4,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 13,8%-ით.

ექსპლუატაციაში ჩაშვებული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და ქვემო ქართლზე მოდის.

 

საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში

რეგიონიობიექტების რაოდენობაობიექტების საერთო რაოდენობის წილი %
თბილისი74529,6
კახეთი38515,3
ქვემო ქართლი28211,2
იმერეთი2349,3
მცხეთა-მთიანეთი2218,8

 

საქართველოში 2018 წელს ხელისუფლების მუნიციპალიტეტების ორგანოებმა გასცეს 6,2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 10,2 ათასი ობიექტის მშენებლობის ნებართვა.

ნებართვების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 2,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობის – 4,4%-ით.

გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 72,6% სამ რეგიონზე – თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.

 

საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გასცეს

რეგიონინებართვების რაოდენობანებართვების საერთო რაოდენობის წილი %
თბილისი4 92848,3
აჭარა1 38713,6
ქვემო ქართლი1 09110,7
იმერეთი6536,4
კახეთი4794,7

ნებართვები გაცემულია სხვადასხვა დანიშნულების შენობის აგებაზე, მათ შორისაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები და სხვ., თუმცა ყველაზე მეტი წილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.