რითი დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უმცროსი მემკვიდრე

საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცროსი 12 წლის ცოტნეა.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, 12 წლის ცოტნე ფერწერამ გაიტაცა. თავის ნახატებს ის Instagram-ზე აქვეყნებს.

ცოტნეს Instagram-ზე ნახავთ მის მიერ დახატულ სურათებს ცხოველებისა და ზღვის პეიზაჟების გამოსახულებით. ცოტნეს ხელმომწერი 9,5 ათასზე მეტი მომხმარებელია, რომლებიც ნახატებს აქტიურად აკომენტარებენ.

ყველაზე მეტი დადებითი კომენტარი Instagram-ზე ცოტნეს კატის ნახატმა დაიმსახურა.

„რა საყვარელია", „რა ლამაზია", „წარმატებებს გისურვებ. იგრძნობა ფერთა ჰარმონია", „სუპერ" – წერენ კომენტარებში მომხმარებლები.

ერთ-ერთი სურათი ცოტნემ თავის ძმას ბერასა და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს საქორწინო საჩუქრად გადასცა. ბერა 2018 წლის 11 ნოემბერს დაქორწინდა.

ცოტნე თავის საუკეთესო მეგობრად სწორედ ბერას მიიჩნევს. ძმები ერთად ვარჯიშობენ სპორტდარბაზში, ერთად უყურებენ ფილმებს, ხშირად ერთნაირად იცვამენ. ამასთან, ბერა ხშირად იღებს თავის ძმას ვიდეოკლიპებში.

ბიძინა ივანიშვილის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და ცოტნეს ამ მიმართულებით დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.