თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1974 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.