ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

აი, ჩვნი რუბრიკის დღეც დადგა და „Sputnik საქართველო“ ელენე ხვედელიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც მოგზაურობის შესახებ მოგითხრობთ.
Sputnik

ელენემ სულ ახლახან იმოგზაურა ჩეხეთის ულამაზეს დედაქალაქში, პრაღაში. და თუ შენ ახლო მომავალში გეგმავ პრაღის მონხულებას, მისი რჩევები და გამოდილება აუცილებლად დაგეხმარება.

ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

– ალბათ შევძლებ დაუსრულებლად ვისაუბრო პრაღაში მოგზაურობაზე, იმ თავგადასავლებზე და ემოციებზე, რაც მოგზაურობის დროს გადამხდა. თუმცა ამჯერად პრაღაზე გიამბობთ, რომელიც მართლაც დაუვიწყარი ქალაქია.

– სჯობს თხრობა აეროპორტით დავიწყოთ. როგორ მოვხვდეთ აეროპორტიდან ქალაქში?

– აეროპორტში ჩასვლისთანავე გავდივართ სტანდარტულ პასპორტ კონტროლს, რომელიც პრაღაში როგორც წესი ძალიან იოლია და ვხვდებით პირდაპირ სავალუტო ჯიხურთან, სადაც ვახურდავებთ ხუთ ევროს. მეტს არა, რადგან მაღალი კურსი აქვთ. გამოვდივართ გარეთ და აპარატში ვყიდულობთ ტრანსპორტის ბილეთს. არის ნახევარ საათიანი, 90 წუთიანი, ერთ დღიანი და სამ დღიანი. ჩემი აზრით ჯობია პირდაპირ სამ დღიანი იყიდოთ, რადგან ძალიან იაფია და აღარ დაგჭირდებათ საჭიროების შემთხვევაში აპარატების ძებნა, თანაც ფუნიკულიორით და boat trip - ით სარგებლობასაც მოახერხებთ. დანარჩენ თანხას ქალაქის ნებისმიერ სავალუტო ჯიხურში თამამად დაახურდავებთ, მთავარია დიდი ასოებით ეწეროს 0 % commission. 119 ან 110 ნომერი ავტობუსით წახვალთ მეტრომდე, გააჩნია რომელი მეტროს ხაზი გაწყობთ, ცენტრისკენ მიმავლებმა 119-ით უნდა იმგზავროთ. ნადრეზის მეტროსაგურამდე და შემდეგ უკვე კონკრეტული ლოკაციის მიხედვით მიხვდებით რომელ სადგურზე უნდა ამოხვიდეთ. ლოკაციები - პრაღა 1, 2 და 3 ცენტრია და ცხადია იქ დარჩენა ჯობს, თუმცა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია, საცობის პრობლემა არ დგას და თანაც ტრანსპორტის ლოდინიც მაქსიმუმ 5 წუთი მოგიწევთ ტრავმაით ნებისმიერ უბანში იოლად და სწრაფად „მიკუსკუსდებით“.

ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

– თქვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ პრაღში მოგზაურობის მსურველებს, რა ღირსშესანიშნაობა უნდა ნახონ?

– დავიწყებ კარლოვის ხიდით, შემდეგ პრაღის ციხესიმაგრე და view point. ეს სამი უმჯობესია დილის ცხრა საათამდე ნახოთ, რადგან სხვა დროს ჩინურ სულს უფრო შეიგრძნობთ, ვიდრე ჩეხურს.

პეტრინის პარკში ყოველ მიზეზგარეშე ფეხით უნდა ახვიდეთ (სასურველია ტრდელნიკით ხელში, რომელსაც ნარუდოვას ქუჩიდან გაიყოლებთ და გზად გაგათბობთ და დაგატკბობთ), ყველაზე დიდი პანორამული ხედით დატკბეთ და უკან ფუნიკულიორით ჩამოხვიდეთ.

პეტრინის პარკისკენ მიმავალმა სტრაჰოვის მონასტერში უნდა შეიაროთ და ჯადოსნური ლუდი დალიოთ. ზოგადად პრაღაში რომ უგემრიელესი ლუდია ყველამ იცის, მაგრამ სტრაჰოვის მაინც გამორჩეულია, გულიაშიც იქ აქვთ ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი. მე ზოგადად არც ლუდი მიყვარს და არც მოთუხთუხებული ხორცები, მაგრამ ახლა გავაანალიზე, რომ პრაღაში ყოფნისას წყალიც არ დამილევია და ძარღვებში სავარაუდოდ ლუდი და გულიაში მიჩქეფს.

 თავად სტრაჰოვის მონასტერი ძალიან მისტიური ადგილია, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ შენობიდან შუასაუკუნეების გრაფები და რაინდები უნდა გამოსულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქაც მხოლოდ ჩინელები ვიხილე ბლომად. ულამაზესია საათის კოშკი, სტრაე მესტოს მოედანი - აქ გინდათ არ გინდათ მაინც მოხვდებით, თუმცა რადგან უკვე Prague Castle ნანახი მქონდა მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვეღარ მოახდინა, ამიტომ ეცადეთ ჯერ ეს ორი ნახოთ და პრაღის აღმართებს შემდეგ შეუდგეთ.

ლენონის კედელი - დანარჩენ ღირსშესანიშნაობებთან შედარებით არანაირი არაფერი, თუ ლენონზე გიჟდებით ისე არ მოგეწონებათ და ფოტო გამოდის კიდევ კარგი. ზოგადად პრაღა მთლიანად დასათვალიერებელი ქალაქია, ფეხით უნდა მოიაროთ, ფერადი შენობებით, ფერადი ვიტრინებით, მოკირწლული ვიწრო, იქაური ტკბილეულის სუნით გაჟღენთილი ქუჩები და ხედებით უნდა დატკბეთ.

ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

 – ჩეხური სამზარეულოზე რას გვეტყვით?

– ცენტრში კვება არც ისე იაფია, ჯობს პრაღის ვიუ ფოინთისკენ მიმავალმა შეიაროთ რომელიმე ძველებურ პაბში ან კაფეში, უფრო გემრიელიცაა და ტრადიციული ატმოსფეროც უფრო იგრძნობა. ცენტრში კი ყველაზე უფრო ორიგინალური, გემრიელი და დიდი პორციებით გამორჩეულ ვიტოპნას ესტუმრეთ, სადაც ქაფქაფა ლუდს პაწაწინა მატარებლით მოგიტანენ. აქვე დავამატებ, რომ ქალაქის ცენტრიდან ხუთ გაჩერებაში არის ტესკოს სუპერმარკეტი ანდალის სავაჭრო ცენტრში და 3-4 ევროდ იმდენ რამეს იყიდით, თუ მოინდომეთ სუფრას გაშლით.

მე განსაკუთრებით კონტეინერებში ჩაწყობილი ხილი მომეწონა, იყიდე ერთ ევროდ მარწყვი, ჟოლო და მოცხარი და გააგრძელე სეირნობა უფრო ბედნიერმა.

ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

– შოპინგის მოყვარულებს რა ელით პრაღაში?

– შოპინგი ორი სიტყვით რომ გითხრათ - ორ ლარად გამოვზიდე ზარა, ბერშკა, სტრადივარიუსი და მისთანანი. კოსმეტიკის ძალიან კარგი მაღაზია აღმოვაჩინე ზემოთხსენებული ანდალის სავაჭრო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს - ტეტა კოსმეტიკს ქვია, ყველაფერი აშკარად ორიგინალი და აშკარად იაფია. და ბოლოს დავამატებ, პრაღა ღამის და სინათლის ქალაქი ნამდვილად არაა, სადღაც 8-9 საათისთვის თითქმის ყველაფერი კვდება, გარდა სტარე მესტოს (ჩვენებური შარდენი) ტერიტორიებისა. გართობას რაც შეეხება თუ შარდენის პაპსა გართობის მოყვარული არ ბრძანდებით, ნურც სტარე მესტოს ბარებში და კლუბებში სტუმრობით შეიწუხებთ თავს, სავარაუდოდ არ მოგეწონებათ. კარგი კლუბია როქსი, ცენტრიდან შედარებით შორს, გადმოცემით ვიცი, რომ ანკალიც, მაგრამ იქ არ ვყოფილვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით.

ზარას, ბერშკას, სტრადივარიუსის ტანსაცმელი ორ ლარად – რა ვნახოთ და სად ვიშოპინგოთ პრაღაში

– რამდენი დღეა საკმარისი პრაღას დასათვალიერებლად?

– ჩემი აზრით პრაღისთვის 4 - 5 დღეა საკმარისი. 1 კვირა ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ მოგწყინდებათ. ასევე რეკომენდაცია იქნება თუ პრაღას შემოდგომისას მოინახულებთ, დამერწმუნეთ საოცარ ხედებს ნახავთ.