თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ბრაზილიაში მინას-ჟერაისის შტატში სამთო-მომპოვებელი კომპანია Vale-ს კაშხლის გარღვევისას დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 248 ადამიანი მიიჩნევა, იუწყება РИА Новости პორტალ Globo-ზე დაყრდნობით.
ამ მომენტისთვის ამოცნობილია 71 დაღუპულის ცხედარი.
ტრაგედია 25 იანვარს მოხდა. გაირღვა ერთბაშად სამი კაშხალი, რომელიც მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენებით სავსე წყალს აკავებდა. ტალახის ნაკადებმა კომპანია Vale-ს ადმინისტრაციული შენობები და ადგილობრივების სახლები წალეკა.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდება, თუმცა ავარიიდან მერვე დღეს გადარჩენილების პოვნის შანსები მინიმალურია.
კომპანია Vale დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს 100 ათას რეალს გადაუხდის, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.