ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ტალინი… Wizz Air ექვს ახალ მიმართულებას ამატებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეისების დამატება ეკონომიკის სამინისტროს დამსახურებაა.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისიდან ექვს ახალ მიმართულებას ამატებს, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენები 1 აგვისტოდან დაიწყება. ეს ქალაქებია: ეინდჰოვენი, ტალინი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი.

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს კიდევ ერთი კომპანია მოემსახურება

ბახტაძის განცხადებით, ფრენის ახალი მიმართულებების დამატება ეკონომიკის სამინისტროს დამსახურებაა და ეს ქვეყანაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ნიშნავს.

„ვიზეარი“ ქუთაისიდან ფრენებს ამ დროისთვის 21 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის, ლონდონში, პარიზში, რომში, მილანში, ბერლინსა და ბარსელონაში. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერი იყო – 587 179 გადაყვანილი მგზავრით. საქართველოში „ვიზეარი“ 2012 წელს შემოვიდა.