რეზო კორინთელი: სიყვარული მაშინ კვდება, როცა იწყება შედარება

ფსიქიატრი რეზო კორინთელი სიყვარულის ფენომენზე და მის კატეგორიებზე საუბრობს.
Sputnik

„სიყვარული თავისუფლების ყვავილია, თუ მის დაუფლებას ეცდები, მაშინ ის, როგორც მიწიდან მოწყვეტილი ყვავილი, ლარნაკში მოკვდება“, – ამბობს სატელევიზიო გადაცემაში რეზო კორინთელი.

რეზო კორინთელი – ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ნევროზების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ფსიქოთერაპიას.