თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, აცნობეს Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში მოხდა. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა და 10 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ცეცხლი მეხანძრე მაშველების მისვლამდე ჩააქრეს", – უთხრეს სააგენტოს კორესპონდენტს უწყებაში.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.