მსოფლიოს პირველი ჩოგანი იაპონიიდან: ჩოგბურთის ახალი ვარსკვლავის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ Australian Open-ზე გაიმარჯვა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ჩემპიონის სურათები.

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ქალთა შორის გახდა 21 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა, რის შედეგადაც ის WTA-ს რეიტინგის სათავეში აღმოჩნდება. რეიტინგის პირველ პოზიციაზე ოსაკამ რუმინელი სიმონა ჰალეპი ჩაანაცვლა.

 

1 / 14
ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირის გამარჯვებული იაპონელი ნაომი ოსაკა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა
2 / 14
ფინალში ოსაკამ ჩეხი პეტრა კვიტოვა დაამარცხა ანგარიშით 7:6 (2), 5:7, 6:4
3 / 14
წლის მთავარ ტურნირებზე ავსტრალიაში მოპოვებული გამარჯვება იაპონელი სპორტსმენისთვის რიგით მეორე იყო
4 / 14
ჩემპიონმა 33 გამარჯვებული დაამარცხა, დაუშვა 33 შეცდომა, თუმცა მან მაინც შეძლო პირველი ადგილის მოპოვება
5 / 14
ახალგაზრდა სპორტსმენისთვის მისაბაძი მაგალითი ცნობილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსია
6 / 14
ახალგაზრდა სპორტსმენი ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც სტენფორდში გამართულ ტურნირზე პირველად გამოჩნდა
7 / 14
შემდეგ, კარიერის განმავლობაში პირველად ნაომიმ დაამარცხა მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, US Open-ის ყოფილი ჩემპიონი სამანტა სტოსური
8 / 14
ნაომი ოსაკა და მისი მამა ლეონარდ ფრანსუა ქალაქ პორტ-ო-პრენსში, ჰაიტი
9 / 14
თებერვლის შუა რიცხვებში დუბაის ღია ჩემპიონატზე იაპონელმა ოსაკამ მეოთხედ ფინალამდე მისვლა შეძლო
10 / 14
თუმცა უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლება ვერ მოახერხა. ოსაკამ პოზიცია ელინ სვიტოლინას დაუთმო
11 / 14
ხოლო აშშ-ის 2018 წლის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში ნაომის ტრიუმფით დასრულდა. ფინალში მან ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი სერენა უილიამსი
12 / 14
სპორტსმენი პირველ იაპონელ ჩემპიონად დასახელდა
13 / 14
დიდებულ მოთამაშეებს გამორჩეულად ახასიათებენ: ისინი ყველაზე კარგად თამაშობენ ჩოგბურთს, მუშაობენ გენიალურ მწვრთნელებთან და თითქმის ყოველთვის მშვიდები არიან
14 / 14
ნაომი ოსაკას 21 ასაკში უკვე ყველა ეს მახასიათებელი აქვს. სპეციალისტები გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ