საქართველოში არ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტები სომხეთიდან

ქართულ მხარეს „შავი სია" აქვს სომხეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც კრიმინალურ სამყაროსთან არიან დაკავშირებული.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს კრიმინალური ავტორიტეტები სომხეთიდან, იუწყება „Sputnik-სომხეთი" გაზეთ „ჟამანაკზე" დაყრდნობით.

გამოცემის ვერსიით, სომხეთის ეჭვმიტანილი მოქალაქეები საქართველოს, როგორც ტრანზიტი ქვეყნის გამოყენებას აპირებდნენ

„ამ დღეებში რამდენიმე სომეხი „ავტორიტეტი" რუსეთში ჩასვლას საქართველოს ტერიტორიის გავლით შეეცადა, თუმცა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს", – წერს გამოცემა.

უფრო ადრე სომხურმა მხარემ საქართველოს სომეხი კრიმინალური ავტორიტეტებისა და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების სია გადმოსცა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით აუკრძალეს ქართველმა მესაზღვრეებმა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა, წერს გაზეთი.