კობახიძე: საჭიროა ახალი სისხლი გუნდში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.
Sputnik

„საკადრო პოლიტიკის კუთხით საჭიროა გუნდის მუდმივად განახლება. ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდი მუდმივად საჭიროებს განახლებას. საჭიროა ახალი სისხლი გუნდში, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. შესაბამისად, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულიც არის, რის შედეგებსაც საზოგადოება მალე იხილავს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და რაიმე კონკრეტული მონახაზი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოკვეთილი არ არის.