იორმუღანლოს მცხოვრებმა ცოლად მოყვანის მიზნით ბიძაშვილი მოიტაცა

თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ახალგაზრდა მამაკაცს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მცხოვრები, 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 18 წლის გოგონას მოტაცება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყებაზე დაყრდნობით.

ქალის მოტაცება ვლადიკავკაზში: როგორ გაუვარდა კაცს ხელიდან საცოლე ორჯერ – ვიდეო

ინციდენტი ორშაბათს მოხდა. მასმედიის მონაცემებით, გატაცების მსხვერპლი მეთორმეტეკლასელი გოგონა გახდა, ხოლო გამტაცებელი მისი ბიძაშვილი ს. ახმედოვია.

გოგონას ნათესავები აცხადებენ, რომ ახმედოვმა გოგონა მისივე სახლიდან გაიტაცა, როდესაც ის სახლში მარტო იყო.

მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის" მუხლით, რაც ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.