ქართველმა ფეხბურთელებმა „განვითარების თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავეს

ქართველმა ფეხბურთელებმა 2012 წლიდან პირველად მოახერხეს ტურნირის უძლიერესი გუნდების ოთხეულში გასვლა.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებმა (U-17) „განვითარების თასზე", რომელიც მინსკში დასრულდა, მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვაკ თანატოლებთან 0:2 წააგო.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ტურნირის უძლიერესთა ოთხეულში შვიდი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა. ქართველები 2012 წელს ფინალში გავიდნენ და მაშინ უკრაინის გუნდთან 0:2 წააგეს.

„განვითარების თასის" გამარჯვებული წელს ბელარუსის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ისრაელის გუნდს 1:0 მოუგო.