„მას ჩემი ჰიუგო ერქმევა": ლიტვინოვა ფილმში ქართველ მსახიობს იღებს

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ლიტვინოვას ფილმში ჰიუგოს როლს შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რეჟისორმა და მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ თავისი ახალი მხატვრული ფილმის „ჩრდილოეთის ქარი" გადაღებებიდან პირველი ფოტოკადრები გამოაქვეყნა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მიხეილ გავაშელი ასრულებს.

ფოტოებზე ჩანს, როგორ იღებენ გავაშელს ნამდვილ ქარბუქში.

„მას ერქმევა ჩემი ჰიუგო" – ასე წააწერა ლიტვინოვამ გავაშელის ფოტოს.

ლიტვინოვამ ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადასაღები მოედნიდან. როგორც ჩანს, ფილმში მონაწილეობენ თავად რენატა ლიტვინოვა, მიხაილ ეფრემოვი, ანტონ შაგინი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, მარია ბერდინსკიხი, ასევე ლიტვინოვას ქალიშვილი ულიანა დობროვსკაია.

აღსანიშნავია, რომ სურათში მსახიობები Vetements-ის ბრენდის სამოსს ატარებენ. ცნობილია, რომ რენატა მეგობრობს ამ ბრენდის დამაარსებელთან, ცნობილ ქართველ დიზაინერ დემნა გვასალიასთან.

ფილმის სიუჟეტი რენატა ლიტვინოვას თეატრალური სადებიუტო დადგმის საავტორო გაგრძელებას წარმოადგენს. სპექტაკლი-ფანტასმაგორია „ჩრდილოეთის ქარი" სიყვარულსა და სიკვდილზე მოგვითხრობს. ის რეჟისორმა 2017 წელს მოსკოვის ჩეხოვის სახელობის თეატრში თავისივე პიესის მიხედვით დადგა. მან ასევე რამდენიმე როლი შეასრულა ამ სპექტაკლში. მუსიკა ზემფირას ეკუთვნის.

„მას ჩემი ჰიუგო ერქმევა": ლიტვინოვა ფილმში ქართველ მსახიობს იღებს

ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ გავაშელი 22 წლის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობია. სწავლობდა თეატრ-სტუდიაში საქართველოს დამსახურებული მსახიობის ირინა კვიჟინაძის კლასში. ამჟამად თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის რუსული ჯგუფის სტუდენტია. 2016 წლიდან გრიბოედოვის თეატრში მსახიობად მუშაობს.