თბილისის „დინამომ" შეხვედრა ბულგარეთის „ლოკომოტივთან" ფრედ დაამთავრა

შემდეგ მატჩს დინამოელები სერბ ფეხბურთელებთან გამართავენ.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" პლოვდივის „ლოკომოტივთან" მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულა. ტესტ-მატჩი თურქეთის ანტალიაში სეზონისწინა მზადების ფარგლებში გაიმართა.

გოლები გაიტანეს ანტონიო როხანომ („დინამოს" არგენტინელმა ახალწვეულმა), დმიტრო ივანისენიამ („დინამო“), ბრუნო აკრაპოვიჩმა და დიმიტარ ილიევმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას დინამოელები 1 თებერვალს სერბულ გუნდ „სპარტაკთან" გამართავენ.