2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვლიდან დაიწყება

გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვლიდან დაიწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განისაზღვრა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 1309-ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობამ 920 შეადგინა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 200 უნდა იყოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი 341-ით განისაზღვრა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება.