თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2000 წელს დაბადებული ს.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ჭიჭინაძის ქუჩაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა გაქურდა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.