მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი ჩავარდა

ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ფოთში, აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა, იუწყება ქართული მასმედია.

თვითმხილველების ინფორმაცით, მოზარდი ორ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა, იგი ხიდის მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ დროისთვის რიონში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.