რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

Sputnik

ეს საინტერესო ფრაზები და მოსაზრებები ეკუთვნით ჩვენს რესპონდენტებს, რომლებზეც სხვადასხვა დროს მასალები მოვამზადეთ. მათ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

სანდრო ნებიერიძე – კომპოზიტორი და პიანისტი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„სიგიჟე საჭირო რამაა... იმის გამო, რომ დღეს ყველაფერში მოიხსნა ჩარჩოები, ეგ ფაქტორი თავისთავად ახალ ჩარჩოს ქმნის. უკვე თავისუფლება გზღუდავს, რადგან იმდენად თავისუფალი ხარ, რომ არ იცი რა გააკეთო. აქედან გამომდინარე, კარგი გაგებით სიგიჟე ყოველთვის მისასალმებელია. ვთვლი, რომ სიგიჟეც გარკვეულ ჩარჩოში გსვამს და იმ ზედმეტი თავისუფლებისგან გათავისუფლებს“.

დიმიტრი ორკოდაშვილი – მხატვარი, ალვანის კოლეჯის პედაგოგი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„მივხვდი, რომ ცხოვრება არაფერია და ამ არაფერში ბევრი რამის კეთება და შექმნა შეგიძლია, მთავარი სიყვარულია მოყვასის მიმართ. საერთოდაც, სიყვარულია ამ არაფერში ყველაფერის შემქმნელი და აზრის მიმცემი”...

მირზა შველიძე – ზუგდიდის ფოლკლორის ცენტრის მუსიკოსი, ანსამბლ „ოდოიას“ მომღერალი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ქართული ფოლკლორი – ჩემი ცხოვრებაა, როდესაც მას ვასრულებ, მაშინ ყველაზე მძაფრად ვგრძნობ, რომ ქართველი ვარ და ქართულ ტრადიციას ვემსახურები. სალამურის ხმაში საქართველოს ხმა ჩამესმის”.

ნანა ბეღელაძე – იურისტი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„სიკეთე იქ მთავრდება ადამიანისთვის, როცა მის გაცნობიერებას იწყებს. სიკეთე სპონტანურად, გულიდან წამოსული სურვილი და საქმეა, რომელსაც არანაირი მიზეზი და მიზანი არ უნდა ჰქონდეს გარდა იმ ადამიანის გახარებისა, ვისთვისაც მას აკეთებ. როცა ისეთი ქვეყნის შვილი ხარ, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გეკისრება შენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ძალიან რთულია ჩაიკეტო მხოლოდ პირად სივრცეში და არ იზრუნო ადამიანებზე“.

ნანა დევიძე – ლიტერატორი და მთარგმნელი, ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ლიტერატურის თარგმანს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ვერ გეტყვით, რამდენად გვაახლოებს ის ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთს რომ უკეთ გვაცნობს, ეს ფაქტია. ის გვამდიდრებს, ახალ გამოცდილებას გვძენს და, რაც მთავარია, არღვევს სტერეოტიპებს. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით იმაში, რომ ადამიანური სიხარული თუ ვარამი საერთოა, ყოველგვარი ეროვნული, რელიგიური კუთვნილებისა თუ კანის ფერის გარეშე, რომ „მზე ერთნაირად მოეფინება“ ყველას და საწუთროც ერთნაირად დაუნდობელია. ოღონდ გამოხატვის ფორმები გვაქვს ზოგჯერ მკვეთრად განსხვავებული, ზოგჯერ კი იმდენად ერთნაირი, რომ სასიამოვნო გაოცებას იწვევს“.

გიორგი ლიპარტელიანი – იურისტი, ფოტოგრაფი, გიდი

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ჩემთვის სამშობლო ყველაფერია – გაძარცული ხატებით დაწყებული და საეკლესიო თუ სხვა ძველი ტრადიციებითა და რიტუალებით გასრულებული. ჩვენი გაუკაცრიელებული სოფლები და დანგრეული ციხე-სიმაგრეებიც სამშობლოა“.

გიორგი ეთერია – მხატვარი, მოქანდაკე

რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

„ხელოვნებაში ზედმეტად სერიოზული მიდგომა არ არის საჭირო. ადამიანი ჯერ იზრდება და მერე დროთა განმავლობაში ისევ ბავშვობას უბრუნდება, ანუ უბრუნდები საკუთარ თავს და იქიდან საბოლოოდ არ უნდა გამოხვიდე“.