საუკეთესოები საუკეთესოთა შორის: რომელი ფილმები იბრძოლებენ „ოსკარი 2019“-სთვის

Sputnik

ამერიკულმა კინოაკადემიამ 2019 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ნომინანტი ფილმების სია გამოაქვეყნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ რომელი ფილმები იბრძოლებენ კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის.

"ოსკარის" დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. ღონისძიება ტრადიციულად ჰოლივუდში, თეატრ „დოლბიში“ გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა უკვე დაასახელეს ნომინანტები, რომლებსაც ჯილდოს მიღების შანსი აქვთ. საუკეთესო ფილმის, მსახიობი ქალისა და მსახიობი მამაკაცის, ასევე სხვა მრავალი წოდებისათვის ჰოლივუდის საუკეთესო წარმომადგენლები იბრძოლებენ.

1 / 12
ფილმი "შავი პანტერა" კომიქსის პირველი ეკრანიზაციაა, რომელიც "საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში იბრძოლებს ჯილდოსათვის
2 / 12
ლედი გაგას სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში "ვარსკვლავის დაბადება" და ის "საუკეთესო მსახიობი ქალის" კატეგორიაში ეცდება გამარჯვებას
3 / 12
კატეგორიაში "საუკეთესო ორიგინალური სცენარი" ნომინირებულია ფილმი "მწვანე წიგნი". სურათი გვიყვება რეალურ ისტორიას ჯაზის პიანისტის და ჩვეულებრივი მძღოლის აშშ-ის სამხრეთში მოგზაურობის შესახებ, რომლებიც დროთა განმავლობაში დამეგობრდებიან
4 / 12
"ბოჰემური რაფსოდია" ხუთ ნომინაციაშია წარმოდგენილი - "საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო ხმოვანი მონტაჟი", "საუკეთესო ხმოვანება", "საუკეთესო მონტაჟი" და "საუკეთესო როლი მამაკაცებს შორის"
5 / 12
10 ნომინაციაში რბოლაში ლიდერობს იორგოს ლანტიმოსის ისტორიული დრამა "ფავორიტი"
6 / 12
რეჟისორი სპაიკ ლის კომედიური ფილმი "შავი კლანსმენი" კანის რიგით 71-ე კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ახლა კი ოსკარისათვის ექვს ნომინაციაში იბრძოლებს
7 / 12
პაველ პავლიკოვსკის ფილმი "ცივი ომი", რომელიც ოქროს პალმის რტოს და ევროპული კინოაკადემიის ხუთ ჯილდოს ფლობს, ახალ მწვერვალებს იპყრობს. ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზე წარდგენილია ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე"
8 / 12
კატეგორიაში "საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე" ჯილდოს პრეტენდენტია ლიბანური ფილმი "კაპერნაუმი"
9 / 12
ფილმი "ვიცე" ჯილდოს მოპოვებას რვა ნომინაციაში ეცდება
10 / 12
კიდევ ერთი ლიდერი ოსკარისათვის რბოლაში - ალფონსო კუარონის ფილმი "რომა". ეს Netflix-ის პირველი ფილმია, რომელიც ოსკარზე წარადგინეს
11 / 12
გერმანელი რეჟისორი ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის ფილმი "ნამუშევარი ავტორის გარეშე" ოსკარის დაჯილდოებაზე წარსდგება ნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი"
12 / 12
ჰიროკაძუ კორეედის მოკრძალებული დრამა "მაღაზიის ქურდები" იბრძოლებს ნომინაციაში "საუკეტესო ფილმი უცხოურ ენაზე"