ნონა ხიდეშელი: ყველაფერი იწყება დაფიქრებით – ვინ ვარ, რას ვაკეთებ, როგორ ვარ...

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი საუბრობს დეპრესიაზე და მისი განკურნების გზებზე.
Sputnik

„დეპრესია – ეს არის რეალობასთან შეუგუებლობა. ადამიანი თავიდან ბოლომდე ეს არის ფსიქიკური არსება, რომლის ცხოვრებასაც განაგებს გონება. თქვენი ცხოვრება არის ის, რის პროექციასაც თქვენი გონება ახდენს. ყველაფრისგან განკურნებაა შესაძლებელი, თუ ადამიანს ჯანმრთელი გონება აქვს. მთავარია საკუთარ თავთან აღიარება“, – აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, დეპრესიაში მყოფ ადამიანს ხედვა უნდა შეაცვლევინო, მიაღებინო საკუთარი რეალობა, დაეხმარო და ამით ავტომატურად სწორდება ყველაფერი.