ჯგუფ „მგზავრების" სოლისტი ვაჟის მამა გახდა

გიგი დედალამაზიშვილსა და მარინა კარპის ვაჟი – ნიკოლოზი შეეძინათ.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ქართული როკ-ფოლკ ჯგუფი „მგზავრების" სოლისტსა და სიმღერების ავტორს გიგი დედალამაზიშვილს ვაჟი შეეძინა, მას ნიკოლოზი დაარქვეს.

ბავშვი 27 იანვარს გაგუას სახელობის კლინიკაში დაიბადა.

ბავშვის დედამ, ფოტოგრაფმა მარინა კარპიმ და გიგიმ ფოტო თავიანთ Instagram-ში გამოაქვეყნეს წარწერით „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლოზ".

ვინ დაიბადა საქართველოში ახალი წლის ღამეს

ფოტომ მეგობრების, კოლეგებისა და ხელმომწერების მხრიდან ათასობით მოწონება და მილოცვა დაიმსახურა.

გიგი დედალამაზიშვილმა თავისი მომავალი მეუღლე მარინა კარპი კიევში 2011 წელს გაიცნო. წყვილი მალე საქართველოში დაქორწინდა. 2015 წელს მათ გოგონა ლიზი შეეძინათ.

ჯგუფი „მგზავრები" გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. ჯგუფმა მალე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში.

ჯგუფი ხშირად მართავს გასტროლებს რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.