ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვის ყველაზე დიდ კლუბში კონცერტს გამართავს

ქართული ჯგუფი რუს მსმენელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ქართული როკ-ფოლკ ჯგუფი „მგზავრები" 12 თებერვალს კონცერტს გამართავს მოსკოვის ყველაზე დიდ კლუბში Adrenaline Stadium.

მუსიკოსები წარმოადგენენ როგორც ახალ სიმღერებს ახალი ალბომიდან Geo, ისე მსმენელის უკვე საყვარელ სიმღერებს.

„მგზავრების" ყოველი სოლო კონცერტი – ეს ზეიმის წარმოუდგენელი ატმოსფერო და მუსიკოსებისა და დარბაზის საოცარი ერთიანობაა. არ გამოტოვო ამ გაზაფხულის ყველაზე თბილი და გულწრფელი კონცერტი!" – ნათქვამია კონცერტის ანონსში.

ჯგუფ „მგზავრების" სოლისტი ვაჟის მამა გახდა

„მგზავრები" რუსეთის დედაქალაქში ასეთ მასშტაბურ ადგილზე კონცერტს პირველად გამართავს.

„ახალი სიმაღლის აღება გადავწყვიტეთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს!" – აღნიშნულია ჯგუფის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. ანსამბლმა მალე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში.

ჯგუფი ხშირად მართავს გასტროლებს რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.