გრიგოლია: რომ მოვკვდები, არავის არაფერი გაახსენდება კახა ბენდუქიძესთან ჩემი ეთერის გარდა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მისთვის ყველაზე რთულ რესპონდენტებზე საუბრობს.
Sputnik

„ყველაზე რთული სამი რესპონდენტი შემხვედრია: ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია და კახა ბენდუქიძე. ზურას სტუდენტობის დროს „ქართვლის დედაზე“ დაწერილი წერილი გამოუქვეყნეს. მაშინ უფრო პატარა ვიყავი და გადავწყვიტე მასთან დებატებში შევსულიყავი ამ თემაზე. ზურა ფილოსოფოსი და ძალიან მაგარი ადამიანია. გამანადგურა“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ჟურნალისტის განცხადებით, დღეს იმ დებატებში აღარ შედის, რაშიც დარწმუნებული არ არის, ან რაც წაკითხული არ აქვს.