თბილისში ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს გამოეთხოვნენ

ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტთან გამოსამშვიდობებლად ასობით თბილისელი მივიდა
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოში პოპულარულ ტელეწამყვან, ტელეკომპანია TV Pirveli-ს თანამშრომელს, ლევან ჩხაიძეს გამოეთხოვნენ.

გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართა. იქ დილიდან შეიკრიბნენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ჩხაიძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ის უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ტელეწამყვანი 21 იანვარს ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ის საქართველოში 25 იანვარს ჩამოასვენეს.

ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. ამის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში.  ბოლოს კი ტელეკომპანია „ TV პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.