24 წლის მამაკაცმა მანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა

შსს–ს ცნობით, სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ 11 პირია დაკავებული
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში მდებარე ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ყ.-მ და გ.ლ.-მ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია სამი არასრულწლოვანი.