ზუგდიდში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გრიპის ვირუსი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია

შემთხვევა გუშინ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოხდა, სადაც პაციენტი გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მკურნალობდა.

ამჟამად გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასია ათას ადამიანზე 251 დაავადებულია. ეპიდემიად მიიჩნევა, როცა ეს რიცხვი მინიმუმ 450 ადამიანს აღწევს. ამ სეზონზე H1N1 ვირუსით 19 ადამიანი დაიღუპა.