თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და მომღერალი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости გაზეთ Monde-ზე დაყრდნობით.
ლეგრანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა პრეს-ატაშემ გაავრცელა.
მიშელ ლეგრანი - ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, არანჟირების სპეციალისტი, დირიჟორი და მომღერალი, ცნობილია როგორც 200-ზე მეტი ფილმის მუსიკის ავტორი. მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „შერბურის ქოლგები“, „გოგონები როშფორიდან“, „თომას კრაუნის აფერა“ და სხვ.
ლეგრანი „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ სამგზის მფლობელია.