„მე ეჭვი მაქვს, რომ ტელევიზიის პროდიუსერებმა გაიარეს ტრენინგი, სადაც მათ უთხრეს, რომ ხალხს აინტერესებს მარტო სისხლი, სექსი და ძალადობა“- ამბობს ზურაბ მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.
ზურაბ მხეიძე-ფსიქოლოგი, კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი, მოწვეული ლექტორი Gipa-ში. სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მიჰყავს ლექციების კურსი: „მართვა და კომუნიკაცია“ და მანიპულაცია კომუნიკაციის პროცესში”. 2010 წლიდან დღემდე ს.ს. „სმარტ რითეილის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.