ქართველი ჩოგბურთელი ქალი ავსტრალიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ფინალში გასასვლელად ქართველი სპორტსმენი კორტის მასპინძელს დაუპირისპირდება
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (164–ე ჩოგანი WTA) ITF–ის სერიიდან ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ტურნირი ამ დღეებში ავსტრალიის ქალაქ ბარნიში მიმდინარეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა Australian Open-ზე გამოსვლა დაასრულა

მეოთხედფინალში გორგოძემ დაძაბულ სამსეტიან მატჩში ესპანელი სილვია სოლერ–ესპინოზა დაამარცხა 6:4, 5:7, 6:1. მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

ფინალში გასასვლელად გორგოძე ავსტრალიელ ბელინდა ვულკოკს დაუპირისპირდება. სპეციალისტების აზრით, ამ შეჯიბრებაში ქართველი აშკარად ფავორიტია, რადგან მის მეტოქეს WTA–ს რეიტინგში 774–ე ადგილი უკავია.

მატჩი გორგოძესა და ვულკოკს შორის 26 იანვარს თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათას აშშ დოლარს შეადგენს.