დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. დაკავებულია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა ივანეიშვილს ხელბორკილები პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე დაადეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ივანეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წელს გახდა.