ძველი მანქანების სასაფლაო – თბილისის უცნობი ღირსშესანიშნაობა

Sputnik

თბილისში და ზოგადად საქართველოში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა ნახვა ძალიან უყვართ ტურისტებს. ყველასთვის ცნობილი ტაძრები, ქალაქის არქიტექტურა, მრავალფეროვანი ბუნება. თუმცა არსებობს ისეთი ღირსშესანიშნაობები, რომელთა შესახებაც არავინ იცის. მაგალითად, ძველი ავტომობილების სასაფლაო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი უამრავი ავტომობილია.

„Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ზაჰესში თბილისის მთავარი საჯარიმო სადგომი მოინახულა, სადაც ძველი ავტომობილების ნამდვილი სასაფლაოა. აქ შეგხვდებათ საბჭოთა წარმოების 70-80-იანი წლების ავტომობილები და უცხოური 90-იანი წლების მანქანები.

1 / 11
დღეს თბილისის მთავარი ავარიული საჯარიმო სადგომი ზაჰესში ავტომობილების სასაფლაოდ იქცა
2 / 11
აქ წააწყდებით საბჭოთა წარმოების 70-80-იანი წლების ავტომობილებს
3 / 11
ავტომობილების სასაფლაოზე 90-იანი წლების უცხოური წარმოების მანქანებსაც იხილავთ
4 / 11
ეს მანქანები აქედან უკვე აღარსად წავლენ
5 / 11
ზოგიერთ ავტომობილს ჯერ კიდევ სრულად შეუნარჩუნდა მინები და ძარის სხვადასხვა ნაწილები
6 / 11
ალბათ ასეთი სურათი რომელიღაც ამერიკულ ფილმს გაგონებთ, სადაც მთავარი გმირი ავტომობილების ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა
7 / 11
ეს მანქანა თითქოს ავტომობილების პრესიდან გამოვიდა
8 / 11
ეს ადგილი ავტომაგისტრალებიდან მოშორებით მდებარეობს, ავტოსასაფლაოზე სიჩუმეა და აქ ყოფნისას უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება დაგეუფლოთ
9 / 11
აქ ხვდებიან ძველი "ვოლგები", რომლებიც ადრე საქართველოს გზებზე მგზავრებს ემსახურებოდნენ
10 / 11
აქ ბევრი სხვა ავტომობილიცაა, თუმცა უმეტესობა განადგურებულია და მოხსნილი აქვთ ძარის ყველა ძვირფასი ნაწილი
11 / 11
შესაძლოა ეს ადგილიც საინტერესოდ იქცეს ოდესმე ტურისტებისთვის, ვისაც უჩვეულო ადგილების სტუმრობა უყვარს