წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

თითოეულ კანონდამრღვევს 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

21-22 იანვარს მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ს.-სა და ს.ა.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად ჯამში 1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.