თუ გსურთ დროში მოგზაურობა და წარსულში გადანაცვლება, საკმარისია ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში შეხვიდეთ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, როგორ გამოიყურება ზოგიერთი სახლი და სადარბაზო ქალაქის ისტორიულ ნაწილში.
ძველი თბილისის კოლორიტი ასობით ათასი ტურისტის ყურადღებას იპყრობს. ქვეყნის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში გასეირნება ბევრ სტუმარს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. გთავაზობთ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორთან ერთად ზოგიერთი ქუჩისა და სახლის დათვალიერებას ძველ თბილისში. სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნარევი, მრავალფეროვანი და უნიკალური გარემო ქალაქის განუმეორებელ ხასიათს ქმნის, რომელიც ასობით წლის ქუჩებზე კვლავაც იგრძნობა.